კულტურა

ვანდალიზმის ფაქტი: სოფიკო ჭიაურელის ძეგლს “სოფიკო, დამამატე FB-ზე” მიაწერეს

სოციალურ ქსელში მორიგი ვანდალიზმის ამსახველი ფოტო გავრცელდა. საბჭოთა ცნობილი მსახიობის, საქართველოს სსრ–ს სახალხო არტისტის, სოფიკო ჭიაურელის ძეგლს მარკერით შემდეგი სიტყვები მიაწერეს: “სოფიკო დამამატე FB-ზე”, “Love me and be happy” და ა.შ.

ფაქტმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. საზოგადოების ნაწილმა ქმედება ვანდალიზმის გამოვლინებად ჩათვალა და მოითხოვს დამნაშავის დასჯას. მეორე ნაწილმა კი ამ ყველაფერს ირონიულად შეხედა და მომხდარი უმნიშველოდ ჩათვალა.

შეგახსენებთ, რომ სოფიკო ჭიაურელი დაიბადა თბილისში, ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში. ჰყავდა ორი ძმა: ოთარ ჭიაურელი და რამაზ ჭიაურელი. სოფიკო ასევე განთქმული კინორეჟისორის გიორგი დანელიას დეიდაშვილი იყო.

1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბიბიკოვის სტუდია) 1960-64 და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობია, ხოლო 1964-68 წლებში კი — რუსთაველის თეატრის.

სოფიკო ორჯერ იყო გათხოვილი, პირველად გიორგი შენგელაიას გაჰყვა, შემდეგ კი კოტე მახარაძეს.

სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „ქალის საუკეთესო როლის” შესრულებით საერთაშორისო კონკურსებზე.

გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 71 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის – კოტე მახარაძის გვერდით.

 

კომენტარები

კომენტარი