კულტურა

ლევან გიგინეიშვილი თსუ-ის პროფესორი გახდა

ლევან გიგინეიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს. პროფესორმა  “წლის პირველ საჯარო ლექციის” ფარგლებში უკვე წაიკითკა საჯარო ლექცია თემაზე „იოანე პეტრიწის ჰენადების თეორია და მისი ახალი ანთროპოლოგია”.

ღონისძიებას თსუ–ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თსუს რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, ზუსტად 100 წლის წინ ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა პირველი საჯარო ლექცია ჩვენ უნივერსიტეტში. დღეს  კი ლევან გიგინეიშვილმა წაიკითხა. ლევან გიგინეიშვილი არის ჩვენი ახალი პროფესორი. სასიხარულოა ჩვენთვის, რომ ასეთი კარგი პროფესურა,  მკვლევრები, ახალგაზრდა მეცნიერები უბრუნდებიან ალმა მატერს. ეს ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც შეიძლება 100 წლის უნივერსიტეტს გაუკეთოს მისმა კურსდამთავრებულმა.

„წილად მხვდა პატივი, რომ 100 წლის იუბილეზე პირველი საჯარო ლექცია წამეკითხა. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება თემას – თითქოს აბსტრაქტული ფილოსოფიური საკითხია, ერთის და სიმრავლის ურთიერთობაზე. რატომ არის საინტერესო? საინტერესოა იმიტომ, რომ ეს არის მარადიული საკითხი ფილოსოფიაში, რომლის გადაწყვეტაზე დღესაც თავს იმტვრევენ მეცნიერები. ამავე დროს იოანე პეტრიწთან ეს დაკავშირებუილია ადამიანის ახალ გაგებასთან და ადამიანის სუბიექტურობის, პერსონალურობის ახლებურ გააზრებასთან. ვფიქრობ, ეს ახლებური გააზრება დღესაც საინტერესო და აქტუალური უნდა იყოს,-“ აღნიშნა ლევან გიგინეიშვილმა.

„წლის პირველი საჯარო ლექცია“ ყოველწლიურად ტარდება. პირველი საჯარო ლექცია პირველად 100 წლის წინ, 1918 წლის 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარს) უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა “ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში“ (ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში). „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში პირველი საჯარო ლექცია „ჩვენი სახელმწიფო“ 2015 წლის 12 თებერვალს წაიკითხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა; 2016 წელს თსუ ემერიტუს პროფესორმა, აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „რამ გადაგვარჩინა?“. 2015 წლის 12 თებერვალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ წაიკითხა წაიკითხა საჯარო ლექცია „თანამედროვე მონაცემები უძველესი ჰომოს შესახებ.“

კომენტარები

კომენტარი