ვიზუალური ხელოვნება

როგორ გამოიყურებოდა თბილისი? (უძველესი ფოტოები)

ცნობილმა აზერბაიჯანელმა ხელოვანმა, ფოტომემკვიდრეობის მკვლევარმა და კოლექციონერმა, ბეჰრუზ ჰუსეინზადემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საკუთარ ფოტოარქივში შემონახული მასალები. ფოტომასალაზე აღბეჭდილია საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ძირითადად კი თბილისის უნიკალური ფოტოები.

კოლექციამ მნახველების დიდი ყურადღება დაიმსახურა. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორი იყო საუკუნის წინ ის ადგილები, სადაც დღეს გვიწევს ყოველდღიურად სიარული. ფოტოების საშუალებით ჩვენ თვალწინ ცოცხლდება ძველი თბილისის ისტორია, რომელიც საინტერესოა ქალაქის კოლორიტული უბნებით, ქუჩებით, ადამიანებით, ვაჭრებით და ა.შ.

”არტნიუსი” პერიოდულად შემოგთავაზებთ მასალებს ფოტოარქივიდან ქალაქების მიხედვით. ამჯერად, თქვენ საშუალება გაქვთ იხილოთ საქართველოს დედაქალაქის, თბილისის უნიკალური ფოტოისტორია. ფოტოების უმრავლესობა გადაღებულია მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს და მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე.

navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი