არქიტექტურა, არქეოლოგია

ვარძიის ტერიტორიაზე ”ვეფხისტყაოსნის“ სტროფებს გადაწერენ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დღეს, ვარძიის ტერიტორიაზე ”ვეფხისტყაოსნის“ სტროფებს გადაწერენ.

ღონისძიების ორგანიზატორების ორგანიზატორების განცხადებით,  პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია – მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან – 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს“.

”21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება. პოემის გადაწერა 15 მაისს ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე დაიწყო და საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი