კინო კულტურა

როგორ უფრთხილდებიან საქართველოში ქართულ კინოსა და მის არქივს?

რამდენიმე დღის წინ ფოტოგრაფმა დინა ოგანოვამ საკუთარ სოციალურ ქსელში სკანდალური ფოტოები გაავრცელა, სადაც ასახულია თუ როგორ უფრთხილდებიან საქართველოში ქართულ კინოსა და მის არქივს კინოსტუდიაში. ფოტოებს საზოგადოებში დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან დიღმის მასივში, კინოსტუდიის ეზოში გადაღებულმა ფოტოებმა ყველა გააოცა.

Image may contain: outdoor

როგორც თავად დინა იტყობინება, როდესაც მან ეს ფოტოები გაავრცელა, კინოსტუდიის მხრიდან უპასუხეს, რომ აღნიშნული ფოტოები ძველი იყო, ამიტომაც, ფოტოგრაფმა გადაწყვიტა, ვითარება თავად გადაემოწმებინა. შედეგი, სამწუხაროდ, არასახარბიელო აღმოჩნდა და ვითარება მას უცვლელი დახვდა, რის შემდეგაც, ფოტოგრაფმა ფოტოები კვლავ გაავრცელა, რომელსაც კომენტარი დაურთო:

“იგივე ადგილია, რომელსაც მაბრალებდნენ, რომ 5 წლის წინ არის გადაღებული, მე მგონი, სამხარაულის ექსპერტიზა არ დაგჭირდებათ, სიტყვაზე (თვალზე) უნდა მენდოთ, თუმცა ეგეც შემიძლია გავაკეთო.
ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეგობარ მაკოს, რომელიც წამომყვა. აგრეთვე, იმედის ჟურნალისტსა და ოპერატორს.
მე არ ვამბობ, რომ ამ ფირებზე რამე მნიშვნელოვანი მასალაა, ვერც იმას დამაბრალებთ, რომ რამე ინტერესი შეიძლება მქონდეს კინოსტუდიასთან, საბედნიეროდ!
მაგრამ ეს ხომ არის? რატომ არ შეიძლება უბრალოდ აღიარონ, რომ იმ ლამაზად შეფუთული სურათების უკან, ესეც არის.

წინა ფოტოები, ნამდვილად ზაფხულშია გადაღებული, როდესაც შემთხვევით მოვხვდი იქ პირველად რაღაც გადაღებაზე, თუმცა გადამავიწყდა საერთოდ, ის ყუთები ნამდვილად აღარ ყრია კინოსტუდიის ეზოში, მაგრამ უამრავი ადამიანია რომელიც იქ მუშაობს და ყოველდღიურად ხედავდა ამას,შეგიძლიათ იკითხოთ,მე არ ვარ მეზღაპრე” – განაცხადა დინა ოგანოვამ.

“არტნიუსი” გთავაზობთ დღეს გადაღებულ ფოტოებს:

Image may contain: people sitting

Image may contain: outdoor

Image may contain: shoes

 

კომენტარები

კომენტარი