კულტურა

კამბოჯიდან პორნოგრაფიის გამო ტურისტები გამოყარეს

კამბოჯაში ათიდან შვიდ უცხოელ ტურისტს დეპორტი პორნოგრაფიის გავრცელების გამო გაუკეთეს.

ჯგუფი იანვარში დააკავეს სურათების გავრცელების გამო, სადაც სექსუალური კადრებია ასახული.

შვიდი მათგანი, დიდი ბრიტანეთიდან, ახალი ზელანდიიდან და კანადიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მათ უკვე დატოვეს ქვეყანა, მაგრამ სამი ტურისტი დიდი ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან სასამართლოს წინაშე წარსდგება უხამსი წვეულების მოწყობის გამო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ათივე მათგანი უარყოფს ამ ბრალდებას.

შვიდი ტურისტი ფულადი გირაოს სახით და პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს, რომელიც მათ კამბოჯაში ჩასვლას უკრძალავს.

“არტნიუსი” გთავაზობთ ფოტოებს, რომლებმაც აჟიოტაჟი გამოიწვია.

A police handout picture of people appearing to imitate sex acts at a party

კომენტარები

კომენტარი