ვიზუალური ხელოვნება კულტურა

საფრანგეთში ჰიტლერის ბუნკერს შემთხვევით მიაგნეს

ერთ-ერთი რამ, რაც შეიძლება ევროპის ტყეებში სიარულის დროს აღმოაჩინოთ, არის ჰიტლერის ბუნკერი. სწორედ ასე აღმოაჩინა ფოტოგრაფმა მარკ ასკატმა ჩრდილოეთ საფრანგეთის ტყეში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბუნკერი.

მარკი ტყეში სურათების გადასაღებად ეძებდა რაიმე საინტერესოს, როდესაც მან ფეხი წამოკრა ბეტონის უცნაური ფორმის შენობის ნაწილს. ხეტიალის შემდეგ კი მან ჰიტლერის ბუნკერს მიაგნო.

სავარაუდოდ, ეს იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ბუნკერი, რომელსაც ჰიტლერი იყენებდა ომის დროს.

ბუნკერი უკაცრიელ ტერიტორიაზე დგას, შიგნიდან კი შემზარავია. რა თქმა უნდა, მარკი არ იყო პირველი ადამიანი, ვინც ომის შემდეგ ფეხი დადგა იქ, მაგრამ ის არის პირველი, ვინც გაასაჯაროვა ამ ადგილის არსებობა.

“არტნიუსი” გთავაზობთ იდუმალი ბუნკერის ფოტოებს.

კომენტარები

კომენტარი