კულტურა ლიტერატურა

საფრანგეთში მიშელ ფუკოს დაუმთავრებელი წიგნი “სხეულის აღიარებანი” გამოიცა

ფრანგ ფილოსოფოსსა და მწერალს, მიშელ ფუკოს არ სურდა სიკვდილის შემდეგ ვინმეს მისი წიგნები გამოექვეყნებინა, მაგრამ მისი გარდაცვალებიდან 34 წლის შემდეგ, საფრანგეთში მაინც გამოიცა მისი დაუსრულებელი წიგნი “სხეულის აღიარებანი”. (პირობითი თარგმანი)

ფუკოს გაუთავებელი ძიებანი სექსუალობაში, როგორც ასეთში, ადრინდელ ქრისტიანულ აზროვნებასა და პრაქტიკაში არის მეოთხე წიგნი ციკლიდან “სექსუალობის ისტორია”.

სამწუხაროდ, მიშელ ფუკო შიდსით იყო დაავადებული და 1984 წელს გარდაიცვალა, სწორედ ამიტომ მან ვერ შეძლო წიგნის “სხეულის აღიარებანი” დასრულება.

2013 წლიდან ძალიან მოთხოვნადი გახდა არასრული წიგნი. ხალხს ის ბიბლიოთეკებიდან მიჰქონდა, როგორც ნაბეჭდი, ასევე ხელნაწერი ვერსიები. საბოლოოდ, ოჯახმა, რომელსაც ამ წიგნის გამოცემის უფლება ჰქონდა, გადაწყვიტა, რომ “სხეულის აღიარებანი” ხალხში უფრო მეტად გაევრცელებინა და სწორედ ამიტომ დაიწყეს წიგნის გამოცემა.

 

კომენტარები

კომენტარი