კინო

წლის საუკეთესო სცენარისტები დასახელდნენ

აშშ-ის სცენარისტთა გილდიამ წლის საუკეთესო სცენარისტები დაასახელა.

პრემიის გამარჯვებული ორიგინალური სცენარის ნომინაციაში Universal Picture-ის ნამუშევრის ფილმ Get Out-ის სცენარის შემქმნელი, ჯორდან პილი გახდა. ამ კატეგორიაში წარმოდგენილი იყო წლევანდელი ფესტივალების ტრიუმფატორი და წლის საუკეთესო ფილმი ”The Shape of Water”, რომლის სცენარისტი თავად რეჟისორი, გილერმო დელ ტოროა. ასევე, საუკეთესო ხუთეულშია ფილმები Lady BirdI, Tonya და The Big Sick.

საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ჯილდო მიიღო ჯეიმს აივორის სცენარმა ფილმისთვის  ”Call Me by Your Name”. 

წლის ყველაზე უკეთესი დოკუმენტური სცენარი National Geographic-ის ფილმს Jane-ს ეკუთვნის, რომელიც ფილმისთვის ბრეტ მორგენმა დაწერა.

რაც შეეხება სატელევიზიო შოუებს, აქ გამარჯვებულები ნომინაციებში შემდეგნაირად განაწილდნენ:

საუკეთესო დრამა – The Handmaid’s Tale.

კომედია – Veep.

ახალი სერიალი – The Handmaid’s Tale.

დიდი ფორმატის ორიგინალური სცენარი – Flint.

დიდი ფორმატის ადაპტირებული სცენარი – Big Little Lies.

მცირე ფორმატის ორიგინალური სცერალი – ნომინაციაში წარდგენილნი ფილმები არ იყვნენ.

მცირე ფორმატის ადაპტირებული სცენარი – Starboy.

ანიმაცია – Time’s Arrow.

ეპიზოდური დრამა – Chicanery.

ეპიზოდური კომედია – Rosario’s Quinceanera.

კომედიური და სხვა სახის ტოკ-შოუები – Last Week Tonight with John Oliver.

კომედიური და სხვა სახის სკეჩ შოუები – Saturday Night Live.

კომედიური და სხვა სახის სპეციალური შოუები – 39th Annual Kennedy Center Honors.

ხალხის გამოკითვის და ჩართულობის შოუები – Hollywood Game Night.

ყოველდღიური დრამა – General Hospital.

გარდა ამისა, საუკეთესოები დასახელდნენ ვიდეოთამაშების, რადიო-აუდიო და სარეკლამო სცენარის ნომინაციებში. სრულ სია შეგიძლიათ იხილოთ WGA Awards-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 

 

კომენტარები

კომენტარი