საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

PVP Battle-ის ფინალის თარიღი ცნობილია

PVP Battle-ის ფინალი 17 მარტს, 7 საათზე, პროფკავშირების კულტურის სახლში გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში Event-ის ფორმატით გავრცელდა.

როგორც მოგეხსენებათ, PVP Battle–ი ჰიპ–ჰოპ პროექტია, რომელიც საქართველოში გასულ წელს დაიწყო. პროექტში ქართველი რეპერები დისის საშუალებით უპირისპირდებიან ერთმანეთს.

ფინალურ ეტაპზე მაყურებელი Young Mic–სა და Pele–ს პელეს იხილავს. აღსანიშნავია, რომ მათ გამოსვლას ქართველი მსმენელი დიდი ხანი ელოდებოდა, რადგან თარიღი მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაჭერამ გააჭიანურა.

როგორც პროექტის ორგანიზატორები იტყობინებიან, ფინალური ეტაპი იქნება ერთ–ერთი ყველაზე ხარისხიანი იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი