შემოქმედებითი ინდუსტრიები

Tbilisi Newcomers 2017-ისთვის მუსიკოსების რეგისტრაცია მიმდინარეობს

Tbilisi Newcomers 2017-ისთვის მუსიკოსების რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს.ა მის სსახებ ინფორმაციას Altervision Group ავრცელებს.

Altervision Group-ის ცნობით,  დაინტერესებული არტისტები ონლაინრეგისტრაციას 15-დან 27 მაისის  ჩათვლით შეძლებენ. ამისთვის, ისინი ვებგვერდზე www.newcomers.ge უნდა შევიდნენ და რეგისტრაციისას ყველა საჭირო ველი შეავსონ.

10 ივნისს, ლისის ტბაზე, Newcomers-ის ფინალურ კონცერტზე, სამი გამარჯვებული გამოვლინდება, მათგან ორი 17 და 18 ივნისს Golden Stage, Day-ზე დაუკრავს, ერთი კი 18 ივნისს Golden Stage Night-ზე.

პროექტი ოთხ ეტაპადაა დაყოფილი. პირველ ეტაპზე ვებგვერდზე წარმოდგენილი იქნება ყველა არტისტი, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად შეავსებს აპლიკაციას.

მეორე ეტაპზე (Showcase) 5 და 6 ივნისს, ილიაუნის თეატრში Newcomers 2017-ს მონაწილეებს Altervision Group-ის პროდიუსერებისგან შემდგარი ჟიური მოუსმენს და ფინალისტებს შეარჩევს. ყველა მონაწილე, რომელიც ამ ეტაპზე გადავა მზად უნდა იყოს Showcase-ზე გამოსასვლელად და საკუთარი რეპერტუარის წარმოსადგენად. მონაწილეები, რომლებიც არ გამოცხადდებიან შოუქეისზე, ავტომატურად ჩანაცვლდებიან შეფასების მიხედვით მათი მომდევნო არტისტებით.

მესამე ეტაპზე ,7 ივნისს გამოცხადდება 10 ფინალისტი არტისტი, რომლებიც 10 ივნისს, ლისის ტბაზე, Newcomers 2017-ის ფინალურ კონცერტზე დაუკრავენ. ამავე დღეს გამოვლინდება  სამი გამარჯვებული, რომლებიც Tbilisi Open Air 2017-ზე დაუკრავს.

მეოთხე ეტაპზე სამი გამარჯვებული არტისტი Tbilisi Open Air 2017-ზე, Golden Stage Day-სა და Golden Stage Night-ზე დაუკრავს.

TBILISI OPEN AIR 2017 – 16, 17 და 18 ივნისს ლისი ვანდერლენდში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი