საშემსრულებლო ხელოვნება

“სიყვარულის ნექტარი” – პრემიერა ოპერისა და ბალეტის თეატრში

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 28 მაისს გაეტანო დონიცეტის ოპერა – „სიყვარულის ნექტარი“ იქნება წარმოდგენილი.

მაყურებელი თბილისის ოპერაში  იხილავს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტის, კოლუმბიელი მხატვრისა და მოქანდაკის, ფერნანდო ბოტეროს დადგმის გამორჩეულ ვერსიას, რომლის შთამბეჭდავ სცენოგრაფიასა და ფერადოვნებაშიც ადვილად ამოიცნობა „ბოტერიზმად“ცნობილი სტილი – ადამიანების,ფიგურების უტრირებული მასშტაბები და ხასიათი.

საპრემიერო სპექტაკლები მთელი ივნისის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი იტალიელი შემსრულებლები, ქართველი მოწვეული მომღერლები, თბილისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები, თეატრის გუნდი და ორკესტრი მთავარი დირიჟორის, ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით. ქართულ და იტალიურ შემადგენლობებს ასევე უდირიჟორებენ მაესტროები: ვალტერ ატანაზი, ალბერტო ვერონეზი და ფაბრიციო კასი.

დონიცეტის „სიყვარულის ნექტარის“, მსოფლიო პრემიერა მილანის Teatro Cannobiana-ში 1832 წელს, თბილისში კი 1854-55 წლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი