შემოქმედებითი ინდუსტრიები

„ქართული მარში“, „ობიექტივი“ და „ასავალ დასავალი“ – კლუბი „ბასიანის” წინააღმდეგ

„ქართული მარში“, მედიასაშუალება „ობიექტივი“ და „ასავალ დასავალი“ – „ბასიანი“ სარჩელს ამზადებს. კლუბის ადმინისტრაცია იმ ორგანიზაციებს უჩივის, რომლებიც ამბობენ, რომ ღამის კლუბში ნარკოტიკული ნივთიერებები იყიდება.

„ყველაზე აქტიურები ამაში არიან „ქართული მარშელები“. ლადო სადღობელაშვილი, კორკოტაშვილი, სანდრო ბრეგაძე. მათ პლატფორმას აძლევს მედიასაშუალება “ობიექტივი”, ასევე ორი თვეა “ასავალ-დასავალის” ნომერი არ ყოფილა, სადაც „ბასიანის“ მიმართ აბსურდული ცილისწამება, ბრალდებები არ ყოფილიყო. ეს არის პროგრესირებადი აგრესია. ზუსტად ამიტომ ვართ ჩვენ დარწმუნებული, რომ ეს მიზანმიმართული და შეკვეთილი ამბავია,“ – აცხადებს კლუბ ”ბასიანის” დამფუძნებელი ტატო გეთია.

”ბასიანის” თანამშრომელი ზვიად გელბახიანი აცხადებს, რომ საკუთარი და კლუბის სტუმრების უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ.

 

კომენტარები

კომენტარი