შემოქმედებითი ინდუსტრიები

იაპონურ ტელევიზიაში საინფორმაციო გამოშვების წამყვანად რობოტი ინიშნება (ვიდეო)

ხელოვნური ინტელექტის მქონე ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და პოპულარული რობოტი იაპონიიდან – ერიკა – იაპონიის ერთ-ერთ მთავარ ტელევიზიაში იმუშავებს საინფორმაციო გამოშვების წამყვანის თანამდებობაზე.

ერიკა თავის საქმიანობას 2018 წლის აპრილიდან შეუდგება. გარიგების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ რობოტი საინფორმაციო გამოშვების ცოცხალ წამყვანს ჩაანაცვლებს.

რობოტის შემქმნელი და კომპანია Intelligent Robotics Laboratory-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰიროში იშიგურო დარწმუნებულია, რომ ერიკას მაყურებელი მალე შეიყვარებს. „ჩვენ გვწამს, რომ სული ყველა არსებასა და საგანს აქვს. ჩვენ გვჯერა, რომ ერიკასაც აქვს სული“, – თქვა იშიგურომ, რომელსაც ერიკას ტელევიზიაში „დასაქმება“ 2014 წლის შემდეგ სურს.

 

კომენტარები

კომენტარი