ვიზუალური ხელოვნება სტილი, დიზაინი

პროპაგანდისტული ჭურჭელი საბჭოთა კავშირიდან

საბჭოთა ხელოვნება მრავალფეროვანია და საკუთარი, დამახასიათებელი სტილით გამოირჩევა. კულტურა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოში ჩამოყალიბდა, რევოლუციის შემდეგ საბჭოთა კავშირის განუყოფელ ნაწილად იქცა. მისი განვითარების პირველი წლებიდან დღესაცაა შემორჩენილი საინტერესო ნიმუშები. მაგალითისთვის გამოდგება ფაიფურის ჭურჭელი, განსაკუთრებით კი, თეფშები, რომლებიც ხშირად მათზე გამოსახული სიმბოლოებით და პორტრეტებით, პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებდნენ. ასეთ ჭურჭელს საწყის ეტაპზე თანამდებობის პირები სასაჩუქრედ იყენებდნენ და დიდი რაოდენობით არ გვხვდებოდა, თუმცა 50-იანი წლებიდან, საბჭოთა ქარხნებმა აქტიურად დაიწყეს მათი წარმოება და მსგავსი ჭურჭელი ნებისმიერი მოქალაქისთვის გახდა ხელმისაწვდომი. კარგად შენახულმა ბებიებმა, ასეთი ანტიკვარული ჭურჭელი შეიძლება სახლში დღესაც აღმოაჩინონ.

სტატიაში წარმოგიდგენთ მეოცე საუკუნის ოციან წლებში შექმნილ რამდენიმე ნიმუშს. ყველა მათგანი დაცულია ერმიტაჟის სახელმწიფო მუზეუმში, სანკტ-პეტერბურგში.

კომენტარები

კომენტარი