შემოქმედებითი ინდუსტრიები

10 საუკეთესო ღამის კლუბი გერმანიაში

დღეს თბილისში, შეიძლება ითქვას, რომ ღამის ცხოვრების ბუმია. ერთი მხრივ ეს იმითაა გამოწვეული, რომ ბაზარზე ახალი ალტერნატივა გაჩნდა, მეორე მხრივ კი მისი ხარისხი განაპირობებს იმას, რომ კლუბებმა რეგულარული კლიენტები გაიჩინეს.

არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ საქართველოს კლუბებში გასწავლიან თუ როგორ უნდა გაერთო. ამ გამონათქვამში ერთმანეთისგან გამიჯნულია საკუთრივ გართობა და გართობის სწავლა. მეორე საკითხი კი ისაა თუ სად უნდა გავერთოთ, ამიტომაც, “არტნიუსი” გთავაზობთ 10 საუკეთესო გერმანული კლუბის ჩამონათვალს, რომელიც არ მდებარეობს ბერლინში:

1. GEWÖLBE

gewolbe

კლუბი მდებარეობს კოლოგონში, ბელგიელების დასახლებაში. აქედან უკვე დიდი ხანია ჰაუსი და ტექნო ისმის. სახელი GEWÖLBE ქართულად სეიფს, საცავს ნიშნავს. მიზეზი, თუ რატომ hქვია კლუბს “საცავი”, მარტივია, შიგნით ერთი დიდი ლაბირინთია, რომლის დერეფნები მთავარ საცეკვაო ადგილამდე მიდის.

2. INSTITUT FÜR ZUKUNFT

კლუბი 2014 წელს, ლაიფციგში გაიხსნა და მაშინვე ადგილობრივების საყვარელი ადგილი გახდა. ქუჩაში ყოველთვის ავანტტექნოს ხმა ისმის, ხოლო კლუბის პოპულარულობის მიზეზი ისაა, რომ იქ ყოველთვის უცხოელი DJ-ები უკრავენ.

3. KLUB NEU

არაოფიციალური წესი ევროპაში: ყველა ყოფილი ბუნკერი და სასაკლაო ღამის კლუბად უნდა გადაიქცეს. კლუბი “KLUB NEU” კი ამ წესს პირნათლად ასრულებს. კლუბი 2015 წელს დრეზდენის ერთ-ერთ ყოფილ სასაკლაოში გახსნეს და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

4. GOETHEBUNKER

ესენის მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებსაც კლუბური ცხოვრება მოსწონს, კლუბში “გოეთეს ბუნკერი” იყრის თავს. აქ შესანიშნავად არის შერწყმული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბუნკერი თანამედროვე მუსიკასთან და კლუბურ ცხოვრებასთან.

5. ROBERT JOHNSON

Image result for ROBERT JOHNSON club

მინიმალი, ელექტრო და სხვა ჟანრის მუსიკები რობერტ ჯონსონის ლეგენდარულ მარტინის აუდიო სისტემაში, ალბათ ყველასთვის საოცნებო მოსასმენია. ეს ყველაფერი ქალაქ ოფენბახში შეგიძლიათ შეიგრძნოთ.

6. MIXED MUNICH ARTS

მიუხენში, ყოფილი თერმულ ქარხანაში, 2014 წელს გაიხსნა ეს კლუბი და მას შემდეგ ძალიან ბევრი წარმატებული და ცნობილი DJ გამოსულა აქ. კლუბის ფართობი 460 კვ. მეტრს შეადგენს.

7. CONNE ISLAND

Image result for CONNE ISLAND club

ლეიპიზიგის ეს კლუბი მხოლოდ მუსიკალურ დატვირთვას არ ატარებს. ის ქალაქის კულტურულ ცენტრადაც მოიაზრება. თავდაპირველად ეს ადგილი რესტორანი იყო, შემდეგ ჰიტლერის ერთ-ერთი შტაბი და ამის შემდეგ კი კლუბი თავისუფალი გერმანელი ახალგაზრდებისთვის.

8. SALON DES AMATEURS

Image result for SALON DES AMATEURS club

12 წლის მანძილზე ეს კლუბი ძალიან პოპულარული გახდა დუსელფდორში. აქ უკრავენ სხვადასხვა ცნობილი DJ-ები. აქ ყოველ მოსვლაზე განსხვავებული ჟანრის მუსიკას მოისმენთ.

9. WHITE NOISE

Image result for WHITE NOISE club

სამხრეთ-დასავლეთ გერმანიის ქალაქ შტუტგარდში ეს კლუბი მელომანებისა და ინდუსტრიის მიმდევრებისთვის საყვარელი ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის გახსნიდან ერთი წელიც არ არის გახსნილი, ის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხში.

10. PAL

Image result for PAL club

ჰაუსის და ტექნოს მოყვარულებისთვის ჰამბურგში ეს კლუბი ნომერ პირველია. აქ მუდმივად არის მკაცრი კონტროლი, რომელიც ყველა სხვა კლუბის კონტროლისგან განსხვავდება. კლუბში ძალიან ხშირად იმართება სხვადასხვა წვეულა.

კომენტარები

კომენტარი