სტილი, დიზაინი

Theguardian–ი დემნა გვასალიას შესახებ სტატიას აქვეყნებს

ერთ–ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა საიტმა “Theguardian.com” ქართველი დიზაინერის,  დემნა გვასალიას შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

სტატიის დასაწყისში მოკლედ არის აღწერილი, თუ რატომ და რითი გამოირჩევა დემნა გვასალია პარიზში. ასევე ნათქვამია, რომ მას მობეზრდა თანამედროვე მოდა და თავი აარიდა პარიზულ გლამურს.

ორი კვირის წინ დემნამ თავისი ახალი “Vetements”-ის კოლექცია საზოგადოებას კაცების მოდის კვირეულზე გააცნო.

სტატიაში მოყვანილია ციტატები დემნას სხვადასხვა ინტერვიუებიდან. ყველაზე მეტად კი ყურადღებას ერთ-ერთ ამონარიდზე ამახვილებენ: “არამგონია, რომ ელეგანტურობა რელევანტური იყოს”. ამ ფრაზას საიტი შემდეგნაირად გამოეხმაურა: “უკვე მეორე კვირა დაიწყო დემნას ჩვენების დასრულებიდან და ის ჯერ კიდევ თავის სტუდიაში იმალება და სიტუაციის დალაგებას ელოდება, რათა 4 მარტს ჩვენება მშვიდად გამართოს.”

“Vetements” კოლექცია არის ქუჩაზე გათვლილი, ქუჩა კი ის ადგილია სადაც ხალხი ყველაზე ნაკლებად ელეგანტურობას უყურებს” – განაცხადა დემნა გვასალიამ.

სტატიის სრული ვერსია.

კომენტარები

კომენტარი