შემოქმედებითი ინდუსტრიები

ევროვიზიის ქართველი მონაწილეები პორტუგალიაში გასამგზავრებლად ემზადებიან

ევროვიზიის ქართველი მონაწილეები პორტუგალიაში გასამგზავრებლად ემზადებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ლისაბონში კონკურსანტები პირველად უნდა შეხვდნენ იმ 42 ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც მაისში საერთაშორისო კონკურსზე მათთან ერთად  წარდგებიან. ვიზიტის დროს ჯგუფ „ირიაოს“ რამდენიმე ვიდეო-რგოლს გადაუღებენ, დაგეგმილია შეხვედრები ფესტივალის წარმომადგენლებთანაც.

საკონკურსო სიმღერა, რომლითაც ჯგუფი საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს, უკვე შერჩეულია, თუმცა ევროფესტივალის წესების გამო ის ჯერ საიდუმლოდ რჩება.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი (ESC) ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ევროპული სატელევიზიო კონკურსია, რომელიც პირდაპირ ეთერში ევროვიზიის სატელიტური ქსელის მეშვეობით გადაიცემა. გრანდიოზულ სანახაობას ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, 200 მლნ-ზე მეტი მაყურებელი ადევნებს თვალს.

კომენტარები

კომენტარი