შემოქმედებითი ინდუსტრიები

თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი SOU თბილისში

თბილისის ცირკის არენა მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის SOU 2017-ის გახსნისათვის ემზადება.   თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს, ქართველი მუსიკოსი Tete Noise გახსნის.

15 მაისს ქართველი მუსიკოსი Tete Noise და ქართული სიმებიანი კვარტეტი The Stringers, ექსპერიმენტული მუსიკალური პროგრამით SOU ფესტივალის რიგით მეორე გამოშვებას გახსნიან.

„SOU – არაცნობიერის ნაკადს ნიშნავს და ფესტივალის პროგრამაც ისეთ მუსიკაზე აკეთებს აქცენტს, რომელიც ყოვლისმომცველი და სპონტანურია. პროგრამა მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ცოცხალი კლასიკოსებისა თანამედროვეობის ყველაზე გამორჩეული არტისტების პროექტებს სთავაზობს მსმენელს. SOU-ს პროგრამის ფარგლებში თბილისს ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები ეწვევიან როგორებიცაა: ბრაიან ინო, კვარტეტი რონდანე, ანსამბლი „მოდერნი“, უილიამ ბასინსკი, ლოურენს ინგლიში, Alva Noto, Shobaleader One, ქრისტოფერ ტინორი, რიო მურაკამი, რობერტ ჰენკე, ფრანკ ვიგრუ, იაკობ კირკეგაარდი, გრიშა ლიხტენბერგერი, მასაიოში ფუჯიტა და იან იელინეკი, ზინა პარკინსი, Xylouris White, სტივენ ომალი, Sacred Horror In Design“,-  აცხადებენ ორგანიზატორები.

ფესტივალი 5 ივლისს დაიხურება, მანამდე კი, რამდენიმე დღეში თბილისის ცირკის არენა სრულიად შეიცვლება.  ბილეთები   თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში იყიდება.

კომენტარები

კომენტარი