კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

მომავლის ქუჩებს, ლამპიონების ნაცვლად, ხეები გაანათებენ

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოიგონეს მანათობელი მცენარეები, რომლებიც ხეებივით იზრდებიან. ერთი შეხედვით, შესაძლებელია, ეს ყველაფერი არავის გაუკვირდეს, მაგრამ სულ ცოტა ხნით რომ წარმოვიდგინოთ მომავალი, სადაც ქუჩებს ხეები გაანათებენ, ფაქტი აუცილებლად გაგვაოცებს.

ექსპერტებმა მცენარეში ნანო ტექნოლოგიების საშუალებით მსხვადასხვა მოლეკულა შეუშვეს, რომლებიც შემდეგ მცენარის ფორებს ავსებენ.

ამ ეტაპზე მიღებული შედეგით, მცენარე, დაახლოებით, 4 საათს ანათებს და მიღებული სინათლე საკმარისია სიბნელეში წიგნის წასაკითხად, რაც მეცნიერებს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ განვითარების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება იმდენად მკაფიო შუქისა და გრძელვადიანი ნათების მიღება, რომ ლამპიონების ნაცვლად ქუჩაში ზემოთაღნიშნული ხეები დარგონ.

კომენტარები

კომენტარი