ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

წარადგინე საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

სსიპ “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი” და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწვევენ დაინტერესებულ კომპანიებს საქართველოს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის და ეროვნული სტენდის კონცეფციის მომზადებისთვის.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროექტი უნდა ეფუძნებოდეს საპატიო სტუმარი ქვეყნის ძირითად კონცეფციას და სლოგანს Georgia Made by Characters/ანბანით მოთხრობილი საქართველო.

შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენამდე, კონსულტაციის მიზნით, გაიმართება შეხვედრა კომისიის წევრებთან 2018 წლის 7 თებერვალს 11:00-12:00 საათზე და 9 თებერვალს 11:00-12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

დაინტერესებულმა კომპანიებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ 15 თებერვლის 18:00 საათამდე, ელ.ფოსტაზე: info@book.gov.ge

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

კომენტარები

კომენტარი