შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისში ღვინის ფესტივალი გაიმართება

„ახალი ღვინის ფესტივალი 2017″ – ამ სახელწოდების ღონისძიებას უმასპინძლებს მთაწმინდის პარკი 13 მაისს.  11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მარნები საქართველოს ყველა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს  2016 წლის მოსავლის ღვინოებს წარუდგენენ.

სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში  საშუალება ექნებათ  საუკეთესო ღვინოები დააგემოვნონ. ღონისძიებაზე  დასწრება უფასოა.

ფესტივალი ტრადიციულად  ქვევრის საზეიმო გახსნით დაიწყება. მუსიკალურ გაფორმებას კი უზრუნველყოფენ  რეზო კიკნაძის ჯაზბენდი, „ბენდი ნალი“ და ფოლკლორული ანსამბლი “დიდგორი”, ხონის სახალხო სასულე ორკესტრი.

გათამაშდება 8 ცალი 10 ლიტრიანი საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრიც. ფესტივალზე სადეგუსტაციო ჭიქის შეძენისას სტუმრებს  გათამაშების ბილეთი გადაეცემათ, რომელიც ქვევრში უნდა ჩააგდონ. 13:10, 14:10, 15:10, 16:10 საათზე ქვევრიდან შემთხვევითობის პრინციპით ამოღებული ბილეთით გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

ამავე ღონისძიების ფარგლებში, ღვინის კომპანიებს  ღვინის კლუბის ჯილდო „ელიბო“ საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ.

ფესტივალზე გაიმართება ტრადიციული და თანამედროვე ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც.  სტუმრებს საშუალება ექნებათ საკუთარი ხელით შექმნან თიხის ნაკეთობები.

ღონისძიების პროგრამა:

11:00 ფესტივალის დაწყება

11:30 მუსიკა: ნალი ბენდი

12:00 ფესტივალის საზეიმოდ გახსნა, ქვევრის გახსნა

12:30 მუსიკა: დიდგორი

13:10 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

13:15 ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე ოჯახური მარნების დაჯილდოვება

13:30 ხონის სასულე ორკესტრი

13:30 მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი

14:10 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

14:00 მუსიკა: ნალი ბენდი

14:30 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

14:30 ხონის სასულე ორკესტრი

15:10 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

15:30 ღვინის კლუბის ჯილდო „ელიბო“-ს საზეიმო გადაცემა ღვინის კომპანიებისთვის.

15:30 მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი

16:10 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

17:30 მუსიკა: დიდგორი

18:00 ფესტივალის დახურვა.

კომენტარები

კომენტარი