შემოქმედებითი ინდუსტრიები

14 თებერვალს ილია მეორის საპატივცემულოდ კონცერტი გაიმართება

14 თებერვალს, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი მუსიკალური კონცერტი გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავცრელებს.

მსმენელის წინაშე ცნობილი ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი და კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგებიან.

საღამოს პროგრამაშია პეტრე ჩაიკოვსკის პირველი საფოტეპიანო კონცერტი ორკესტრთან ერთად.

ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება და ის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე თბილისის მერიისა და ხელოვნების მუშაკთა კავშირის “კონცეპტ არტის” მხარდაჭერით გაიმართება.

კონცერტზე ბილეთების შეძენა შეიძლება როგორც თეატრის სალაროებში, ასევე ინტერნეტით ვებგვერდზე biletebi.ge

 

კომენტარები

კომენტარი