შემოქმედებითი ინდუსტრიები

სტუდენტის მძიმე ისტორია, რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანმა სწავლა დაუფინანსა

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ერთ-ერთი სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად სპეციალური კამპანია წამოიწყო. როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, იდეა შედეგიანი აღმოჩნდა და ნიჭიერი ახალგაზრდის დასახმარებელი ფინანსები უკვე მოიძია.

„იდეა, გამეყიდა ნივთები და დამეფინანსებინა სტუდენტების სწავლა წარმატებული აღმოჩნდა.   პირველი სტუდენტი, რომელიც ამ აქციით ისარგებლებს, მარიამ ბეროშვილია.

მარიამი ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობს. პირველი კურსი წარმატებით დაასრულა. სამწუხაროდ, მეორე კურსის ბოლოს მამა გარდაეცვლა. სტრესისა და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო მარიამმა აკადემიური აიღო, მაგრამ მალე მეგობარმა თანხა ასესხა (1100ლარი) და თებერვალში სწავლა გააგრძელა. მეორე კურსიც წარმატებით დახურა და ვალის გასტუმრების მიზნით სამსახური დაიწყო .
7ოქტომბერს მარიამის ძმა ( გიორგი ბეროშვილი, მსოფლიო ჩემპიონი სამჭიდში ) ავარიაში მოჰყვა, სიკვდილს გადაურჩა და ახლა რეაბილიტაციას გადის. მარიამის ხელფასიც და ოჯახის მთლიანი შემოსავალიც გიორგის ხმარდება. ამიტომ მან საკუთარი სწავლის დაფინანსება ვერ შესძლო. ერთ თვეში ბაკალავრიატს უნდა ამთავრებდეს, მაგრამ მესამე კურსის დაწყების მოლოდინშია. მარიამი სწავლას გაგრძელებს! მას გაყიდული ნივთებით დავუფარავთ ერთი წლის თანხას, 1125 ლარს“,- აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

კომენტარები

კომენტარი