საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

CBS-სმა და Sony Pictures Television-მა ჩაკ ნორისს 30 მილიონი დოლარი არ მისცეს

მსახიობმა ჩაკ ნორისმა სასამართლოს მიმართა. ის კომპანიებს CBS-სა და Sony Pictures Television-ს 30 მილიონ დოლარს ედავება, რომელიც მსახიობს სერიალისთვის „უოლკერი, ტეხასელი რეინჯერი“ უნდა მიეღო.
ჩაკ ნორისი კომპანიებს კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას 1993-2001 წლებში ფილმის ყველა ჩვენებისგან უნდა მიეღო მოგების გარკვეული პროცენტი.
„უოლკერი, ტეხასელი რეინჯერი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აჩვენეს. სააგენტო Deadline-ის ინფორმაციით, ეს 30 მილიონი დოლარი მთლიანი მოგების 23%-ს შეადგენს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ჩაკ ნორისი თავის პოპულარობას ყველაზე მეტად ამ სერიალს უნდა უმადლოდეს, სწორედ „უოლკერი, ტეხასელი რეინჯერის“ ეთერში გასვლის შემდეგ აგორდა ხუმრობათა მთელი ტალღა, მაგალითად: ჩაკ ნორისს შეუძლია თევზი დაახრჩოს, ჩაკ ნორისმა ადამიანს სულში მუშტი ჩაარტყა და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი