ლიტერატურა

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 25-28 მაისს გაიმართება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 25-28 მაისს, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონში გაიმართება.

ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია 25 მაისს, 13:00-ზე, მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე იგეგმება. სტუმრებს 4 დღის განმავლობაში, 11:00-20:00 საათამდე შეეძლებათ ფესტივალზე წარმოდგენილი გამომცემლობების წიგნები ფასდაკლებით შეიძინონ.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის ფოკუს ქვეყანა ნორვეგიაა. წელს ფესტივალს ნორვეგიული ფონდი NORLA და 4 ნორვეგიელი მწერალი სტუმრობს. ფესტივალის ფარგლებში ნორვეგიული ფონდი NORLA – Literature abroad-ის წარმომადგენელი დინა როლ-ჰანსენი და ოთხი ნორვეგიელი მწერალი: როსკვა კორიცინსკი, სიგბიორნ მოსტუე, სიმენ ეკერნი და ნილს ჰენრიკ სმითი მკითხველებთან შეხვედრებს გამართავენ.

ფესტივალის მთავარი სცენა ოთხი დღის განმავლობაში მუდმივად დატვირთული იქნება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით. სპეციალური პროგრამა ელოდებათ ფესტივალის საბავშვო კუთხეშიც. ღონისძიებების ზუსტი განრიგი წიგნის მოყვარულებისთვის უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

ფესტივალი წელს მეცხრამეტედ ტარდება.

კომენტარები

კომენტარი