საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

არის თუ არა გრემის დაჯილდოება მნიშვნელოვანი?

გრემის დაჯილდოვების შემდეგ მსოფლიო ორ ნაწილად გაიყო. ერთ მხარეს არიან  ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ დაჯილდოების შედეგები და არ აქვთ პრეტენზია თუ ვინ მოიგო, მეორე მხარეს დგას ის ხალხი, რომელიც გაბრაზებულია იმით, რომ ბრუნო მარსმა კენდრიკ ლამარსა და ჯეი-ზის აჯობა. რეალურად, არსებობს მესამე ჯგუფიც, რომელშიც შედიან ბრუნო მარსი, მისი მეგობრები, უფროსები, ბიზნესპარტნიორები და ა.შ. მაგრამ შეგვიძლია ყურადღება არ მივაქციოთ მათ, იმის გამო, რომ პირველი ჯგუფი გაცილებიდ დიდია, ვიდრე მეორე, წლევანდელი გრემის დაჯილდოების ცერემონიის რეიტინგი წინებთან შედარებით ყველაზე დაბალი იყო.

წლევანდელ დაჯილდოებაზე სამ ძირითად ნომინაციაში ბრუნო მარსი გახდა გამარჯვებული.

ალბათ არცერთი ფანი არ იქნება ისეთი გულგატეხილი, როგორც თვითონ მომღერლები, კენდრიკ ლამარი და ჯეი-ზი არიან.

საჭიროა გვახსოვდეს ის, რომ მუსიკის ისტორია მომღერლებმა და თავიანთმა შემოქმედებამ შექმნა და არა გრემის დაჯილდოებამ.

მაგალითად, სპორტში, ძალიან მნიშვნელოვანია ვინ გახდება ყველაზე საჭირო მოთამაშე (MVP – Most Valuable Player.) ასევე, მეცნიერებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინ აიღებს ნობელის პრემიას ამა თუ იმ მიმართულებით, მაგრამ კინოსა და მუსიკაში ასე არ არის.

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ფაქტია, რომ დროთა განმავლობაში ტრადიციული დაჯილდოებები, როგორიცაა გრემი, ოსკარი და სხვა, თავის ხიბლსა და პოპულარობას კარგავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მომღერლებისთვის გრემის ჯილდო ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრიზია.

კომენტარები

კომენტარი