შემოქმედებითი ინდუსტრიები

თამარ გაჩეჩილაძე – „ევროვიზია არ ყოფილა ჩემი ღირსი!“

მომღერალი თამარ  გაჩეჩილაძე “ევროვიზია 2017”-ის ნახევარფინალის დატოვების შემდეგ პირველ შეფასებას  აკეთებს. ის ფიქრობს, რომ კონკურსი პოლიტიკური ხასიათის არის და მისი ნიჭი სათანადოდ არ დაფასდა.

“ხალხო! მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! არც ერთი წამით არ იფიქროთ რომ ან ვნერვიულობ ან გული დამწყდა! უბრალოდ ძაააალიან მაგრად მეცინება. და არც თქვენ არ მოიწყინოთ და თავები მაღლა აწიეთ!

საქართველო დღეს და ზოგადად წელს არის საუკეთესო! ეს დღეს ყველამ დაინახა! ამაზე  მეტყველებდა ოვაციები, ტაში, ყველაფერი!!!! და რაც მთავარია ხალხის რეაქცია და შოკი ბოლოს!

მე რაც შეგპირდით და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო – საქართველო ღირსეულად წარვადგინე და ესე იგი ევროვიზია არ ყოფილა ჩემი ღირსი! ეს ყველაფერი მაინც პოლიტიკაა……!!! სამწუხაროდ…

მოკლედ, მადლობა ყველას! მიყვარხართ და ვამაყობ ჩემი თავითაც და რაც მთავარია იმით რომ მე ვარ ქართველი!!!!  გკოცნით ყველას!”- აცხადებს თამარ გაჩეჩილაძე.
ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის, “ევროვიზიის” ფინალში საქართველოს წარმომადგენელი ვერ მოხვდა.  მომღერალი თამარ გაჩეჩილაძე კონკურსში,  სიმღერით „Keep the Faith“ მონაწილეობდა.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (უკრაინა) და ე. წ. დიდი ხუთეულის – გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები.

ამ ქვეყნების გარდა, მაყურებლის გადაწყვეტილებით ფინალში იმღერებენ მოლდოვის, აზერბაიჯანის, საბერძნეთის, შვედეთის, პორტუგალიის, პოლონეთის, სომხეთის, ავსტრალიის, კვიპროსის და ბელგიის წარმომადგენლები.

მეორე ნახევარფინალი 11 მაისს გაიმართება. ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი კი 13 მაისს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი