შემოქმედებითი ინდუსტრიები

საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიის ფინალში ვერ მოხვდა

ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის, ევროვიზიის ფინალში საქართველოს წარმომადგენელი ვერ მოხვდა.  მომღერალი თამარ გაჩეჩილაძე კონკურსში,  სიმღერით „Keep the Faith“ მონაწილეობდა.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (უკრაინა) და ე. წ. დიდი ხუთეულის – გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები.

ამ ქვეყნების გარდა, მაყურებლის გადაწყვეტილებით ფინალში იმღერებენ მოლდოვის, აზერბაიჯანის, საბერძნეთის, შვედეთის, პორტუგალიის, პოლონეთის, სომხეთის, ავსტრალიის, კვიპროსის და ბელგიის წარმომადგენლები.

მეორე ნახევარფინალი 11 მაისს გაიმართება. ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი კი 13 მაისს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი