ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

ლიტერატურული კონკურსი “ლექსების გამოფენა” 2018 წლის მაისში გაიმართება

ა(ა)იპ “ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი” ბათუმიში ტრადიციულ ლიტერატურული კონკურსს “ლექსების გამოფენა” 2018 წლის მაისში კიდევ ერთხელ გამართავს.

“არტნიუსი” გთავაზობთ კონკურსის პირობებს:

1. ლიტერატურული კონკურსი პოეზიაში:
მონაწილეობის მსურველმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი, ბეჭდვით გამოცემებსა და/ან ინტერნეტ სივრცეში გამოუქვეყნებელი ერთი ლექსი.
გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრიზები:
I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი.
2. ლიტერატურული კონკურსი მინიატურულ პროზაში – „ასი სიტყვა“:
მონაწილეობის მსურველმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი, ბეჭდვით გამოცემებსა და/ან ინტერნეტ სივრცეში გამოუქვეყნებელი ასსიტყვიანი, ერთი პროზაული ნაწარმოები (სათაური არ ითვლება სიტყვათა რაოდენობაში).
გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრიზები:
I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700 ლარი III ადგილი – 500 ლარი
ავტორებმა ნამუშევრები word-ის ფაილით უნდა გადააგზავნონ მისამართზე: leqsebisgamofena2017@gmail.com , 2018 წლის 26 მარტამდე. აუცილებელია სახელის, გვარისა და საკონტაქტო ტელეფონის მითითება.
ერთ ავტორს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროზაშიც და პოეზიაშიც თითო-თითო ნაწარმოებით.
„ლექსების გამოფენა“ ჩატარდება ბათუმში, 19-20 მაისს. დასკვნით ეტაპზე გასულ ნაწარმოებთა ავტორები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასტუმროთი და შიდატრანსპორტით (ბათუმში).
დაგეგმილია საუკეთესო ნაწარმოებებისაგან შედგენილი კრებულის დაბეჭდვა.
ჟიურის შემადგნლობა: როსტომ ჩხეიძე, ანი კოპალიანი, ალექსანდრე ელერდაშვილი, როინ აბუსელიძე, ჯემალ ინჯია.
ნაწარმოებების ავტორთა ვინაობა ჟიურისთვის უცნობია გამარჯვებულთა გამოვლენამდე.
საკონტაქტო პირი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ტელ: 593 214020″

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

კომენტარები

კომენტარი