ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ეროვნული გალერეა მიქელანჯელოს გრაფიკულ ნამუშევრებს უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში თბილისში მიქელანჯელო ბუონაროტის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენას წარმოადგენს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, 2 თებერვლიდან დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს მიქელანჯელოს ექვს გრაფიკულ ნამუშევარს ფლორენციის „კაზა ბუონაროტის“ მუზეუმის კოლექციიდან.

მხატვრის ორიგინალი ნამუშევრების ექსპოზიციას საქართველოში მუზეუმის დირექტორი ალესანდრო ჩეკი 31 იანვარს ჩამოიტანს.

თბილისში გამოფენა 3 აპრილამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი