ვიზუალური ხელოვნება სტილი, დიზაინი

ბანერები, რომლებიც დასაქმებულების მიმართ მონურ დამოკიდებულებას გამოხატავენ

იგორ დობროვოლსკი პოლონელი ხელოვანია, რომელიც ძირითადად უმცირესობების და საზოგადოების ჩაგრული ჯგუფების პრობლემების შესახებ მუშაობს.

რამდენიმე თვის წინ პოლონეთში, კერძოდ კი ვარშავაში, მან ერთი საკმაოდ საინტერესო სარეკლამო სერია შექმნა.

”2013 წელს ბანგლადეშში ტანსაცმლის ფაბრიკაში მომხდარი უბედური შემთვევის შედეგად 1, 134 ადამიანი გარდაიცვალა. ეს შემთხვევა მესამეა 4 უდიდეს ტრაგედიას შორის მოდის ისტორიაში.

კომპანიები ცდილობენ დაარსონ იაფასიანი ფაბრიკები, რომლის შენახვაც ძვირი არ დაუჯდებათ. მათი მფლობელებისთვის მთავარია, რომ პროდუქტი სწრაფად და იაფად შეიქმნას. თუ ეს ასე არ მოხდება, მყიდველი პროდუქციას სადმე სხვაგან იყიდის. საამისოდ კი, ერთადერთი გამოსავალი ხარჯების შემცირებაა. ეს ყველაფერი კი, ხშირად, დასაქმებულების ხელფასის შემცირების ხარჯზე, მათი სამუშაო პირობების და უსაფრთხოების, დასაქმებულთა სამუშაო გარემოს მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულების ხარჯზე ხდება.

”ჩვენ ფაქტობრივად ბოროტად ვიყენებთ იმ ფაქტორს, რომ მათ გადარჩენისთვის მუშაობა სჭირდებათ და მონურად ვექცევით. მე, რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რომ ისინი არ უნდა დავასაქმოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უცხო ადამიანებიც იმსახურებენ ჩვენგან ისეთივე პატივისცემას, როგორიც ჩვენი შვილების და მეგობრების მიმართ გვაქვს. ისინი ჩვენგან არ განსხვავდებიან” – ლივია ფირთი.

მე შევქმენი მსოფლიოს ცნობილი ბრენდების სარეკლამო ბანერების განსხვავებული ვარიანტები, სადაც მოდის ინდუსტრიის საშინელი, ხარბი მხარეა ნაჩვენები.” -ამბობს დობროვოლსკი.

 

კომენტარები

კომენტარი