ვიდეოები საშემსრულებლო ხელოვნება

მორფის ექსპერიმენტული და უნიკალური შესრულება გიტარაზე

 

მორფის (ნამდვილი სახელი ჯონ-ო შალის) მუსიკალური შემოქმედება საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მუსიკოსის მიერ გიტარაზე შესრულებული ნომერი პერკუსინზე დაკვრას ჰყავს. როგორც მორფი ამბობს, მსოფლიოს გარშემო ხშირად მოგზაურობს და ყოველთვის უფასოდ უკრავს. მისი თქმით, ამის ერთადერთი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მანიჭოს სიამოვნება საკუთარი შემოქმედებით. განსხვავებული და უნიკალური შესრულების მანერით გულგრილი არც მისი აუდიტორია რჩება.

“60 000 წერილი მივიღე ადამიანებისგან, ვისაც ჩემი დისკის ყიდვა სურდა. არანაირი მენეჯერები და მარკეტერები არ მყავს, ყველაფერს ჩემით მოხავერხებ და ისე ჩავწერ ამ ალბომს” – ამბობს მორფი. მისი ალბომის ჩასაწერად ფულის შეგროვების მიზნით, სპეციალური კამპანია მუსიკოსმა Kickstarter-ზე წამოიწყო.

კომენტარები

კომენტარი