შემოქმედებითი ინდუსტრიები

“ათასობით მშობელს დაანახა, რომ შვილის სიკვდილის შემდეგაც შეიძლება ისევ ფეხზე დადგე” – გოგა ჩანადირი მაია ასათიანზე

ცნობილი ტელეწამყვანის, მაია ასათიანის  ეთერში  დაბრუნების თემას  ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მაგალითი უამრავი ადამიანისთვის.

„ვამაყობ, რომ არსებობს მაია ასათიანი. ტკივილის მიუხედავად მაინც ბრუნდება ეთერში. სომბოლურად დაემთხვა, რომ დღეს, 4 მაისს მისი დაბადების დღეც არის.  მან უდიდეს ტკივილს აჯობა და ათასობით მშობელს დაანახა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგაც შეიძლება ისევ ფეხზე დადგე, შეიძლება, ისევ აკეთო საქმე და თანაც, გაასმაგებულად იმიტომ, რომ ვიდრე ცოცხლობ, უამრავ ადამიანს გამოადგე, შვილის სულს გამოადგე. გულით ველოდი მაიას ეთერში დაბრუნებას. ის დღეს კვლავ რუსთავი2-ზე გადაცემა “პროფილით” გავა ეთერში.

გმადლობ, მაია, რომ აჯობე შენს თავს გმადლობ, რომ უამრავ ადამიანს დაანახე ცხოვრების გაგრძელების აზრი და მნიშვნელობა! გმადლობ, რომ შენი გულშემატკივრები აქეთ გაგვამხნევე.

შენი ეთერში დაბრუნება ძალიან მიხარია. ყველაზე უფრო კი მაინც შენს ნუცას უხარია.

წარმატებებს გისურვებ. გილოცავ დაბადების დღეს“,- წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების გამო დროებით ეთერში აღარ ჩანდა. ტელეწამყვანს 23 თებერვალს 18 წლის შვილი გარდაეცვალა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში სწავლობდა. მას ექიმებმა მფრინავი მენინგიტის დიაგნოზი დაუსვეს.

კომენტარები

კომენტარი