ვიზუალური ხელოვნება სტილი, დიზაინი

ისწავლეთ, თუ როგორ გახდეთ მაკიაჟის საშუალებით საშინელებათა ფილმის პერსონაჟი

მაკიაჟი ბოლო პერიოდში ხელოვნების  მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ადამიანები ქმნიან შესანიშნავ ნამუშევრებს საკუთარ სახეებზე. სტატიაში ერთ–ერთ მათგანს წარმოგიდგენთ. სამანთა სტეინზი ამ მიმართულების გამორჩეული წარმომადგენელია.

მისი ნამუშევრები მნახველის გაოცებას იწვევს. სამანთა გამორჩეულია საკუთარი ორიგინალური სტილით. ის ქმნის რთულ და ხშირად საშინელი შესახედაობის ნამუშევრებს, რომელთა საშუალებითაც აუცილებლად გააოცებდით ჰელოუინზე მისულ სტუმრებს. მას შეუძლია ადამიანები ღამის კოშმარების ნაწილად აქციოს. ზოგიერთი ნამუშევრის ამოხსნა, შესაძლოა, გაგიჭირდეთ კიდეც.

ხელოვანი, ასევე, იღებს ვიდეოებს, სადაც მსურველებს მსგავსი ხელოვნების შექმნას ასწავლის. ასე რომ, დაინტერესებულებს, შეუძლიათ მის Youtube არხს ესტუმრონ.

ჩვენ გთავაზობთ სამანთას შედევრებს და გირჩევთ, რომ თუ მისი გაკვეთილების ნახვას გადაწყვეტთ, რთული ნამუშევრების შექმნამდე კარგად დაფიქრდეთ.

navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი