ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” კონკურსში გამარჯვებულებს სტიპენდიას დაუნიშნავს

“ლიტოდისეა” სტუდენტებისთვის შექმნილი პროექტია. ამ პროექტის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობასა და გუნდურ ვიქტორინაში.

გუნდურ ვიქტორინაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შექმნან სამი წევრისგან შემდგარი გუნდი. გამარჯვებული გუნდის სამივე წევრს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” დაუფინანსებს სწავლას ერთი წლით, ან დაუნიშნაშვს სტიპენდიას. ძირითად კონკურსთან ერთად პროექტი მოიცავს სხვადასხვა აქტივობებსა და გათამაშებებს. მონაწილეებს საშუალება აქვთ, შეხვდნენ ქართველ მწერლებს, წიგნის მთარგმენელებს.

როგორც “ლიტოდისეამ” არტნიუსთან განაცხადა, აღნიშნული კონკურსი, ხელს უწყობს მოზარდების დაახლოებას და მათ შორის ინფორმაციის გაცვლას.

პროექტი დაიწყება 2018 წლის სექტემბრიდან. მანამდე კი იქნება პროექტის წინარე, მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც გულისხმობს სტუდენტებისთვის ლიტერატურული და შემოქმედებითი კონკურსების ჩატარებას. ჩვენს გვერდზე პერიოდულად დაიდება ყველა სიახლე.

კომენტარები

კომენტარი