საშემსრულებლო ხელოვნება

ინგლისში ქართული ტრადიციული მუსიკის შემსწავლელი მასტერკლასები ჩატარდება

11 – 23 მაისს დიდი ბრიტანეთის რამდენიე ქალაქში ქართული ტრადიციული მუსიკის შემსწავლელი მასტერკლასები ჩატარდება. მასტერკლასებს ჩაატარებს  ქალთა ანსამბლებში პირველი ადგილის მფლობელი ანსამბლ  “იალონის” ხელმძღანელი, ეთნომუსიკოლოგი, მომღერალი ნინო ნანეიშვილი.
დიდ ბრიტანეთში მოღვაწე გუნდებთან (ტოროლა, მასპინძელი, ჩელა) და დაინტერესებულ აუდიტორიასთან შეხვედრები დაგეგმილია ოთხ ქალაქში.

ანსამბლი ,,იალონი” 2009 წლიდან აქტიურად ეწევა ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობისა და ხალხური, ქალაქური მუსიკის შესწავლა-პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, რომ 2015-16 წელს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ “საქართველოს ფოლკლორის 2015-2016 წლების  ეროვნულ ფესტივალზე” გუნდს მიენიჭა პირველი ადგილი, ნომინაციაში – საუკეთესო ქალთა ანსამბლი.

დღეისათვის „იალონის“ რეპერტუარი ქართული ტრადიციული მუსიკის სამივე მიმართულებას – საეკლესიოს, ხალხურსა და ქალაქურს –  მოიცავს.  რეპერტუარის შერჩევა საარქივო ჩანაწერებისა და ხელნაწერების,  საექსპედიციო კოლექციებისა და გამოცემული სანოტო კრებულების საფუძველზე ხდება.

კომენტარები

კომენტარი