ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს კონკურსს საფოსტო მარკების ესკიზების საუკეთესო პროექტებზე

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს კონკურსს საფოსტო მარკების ესკიზების საუკეთესო პროექტებზე.

კონკურსის მიზანი: საქართველოს საფოსტო მარკების გამოცემის შემდგომი განვითარებისა და პოპულარიზაციის ამაღლების ხელშეწყობა.

კონკურსის ვადები: 2018 წლის 18 იანვრიდან – 2018 წლის 9 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით.

კონკურსი ცხადდება საფოსტო მარკების ესკიზების პროექტებზე შემდეგი თემატიკის მიხედვით:

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

  1. საქართველოსეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში დაცული ძველი ქართული ფულის მონეტები (ზომები: მცირე ფურცელი – 90X130 მმ ; მარკა – 38X48მმ ან 50X50მმ )
  2. 2.ქართული ვაზი და ღვინო  –  მარკების სერია (მარკა – 38X48მმ ან 50X50მმ)
  3. საქართველო-ნიადაგების ბუნებრივი მუზეუმი (2015-ში იყო „ნიადაგების საერთაშორისო წელი“, ხოლო 2015-2024 გამოცხადებულია „ნიადაგების საერთაშორისო დეკადად (მარკა – 38X48მმ ან 50X50მმ)

აქტუალური თემატიკა

  1. ევროპა2018 – ხიდები – თამარ მეფის ხიდი (რკონის ხეობა, კასპის რ-ნი), თამარ მეფის ხიდი (მახუნცეთი, ქედის რ-ნი), თამარ მეფის ხიდი (აფხაზეთი, ბესლეთი), მშვიდობის ხიდი – თბილისი. (ზომები: მცირე ფურცელი – 90X130 მმ; მარკა – 38X48მმ ან 50X50მმ)
  2. საქართველოსსახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავი. (ზომები: მცირე ფურცელი – 90X130 მმ; მარკა – 38X48მმ ან 50X50მმ)
  3. „ანბანით მოთხრობილი საქართველო“ – Georgia Made by Letters (ზომები: მცირე ფურცელი – 90X130 მმ ; მარკა – 38X48მმ ან 50X50მმ)

გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები:  მარკების სერია- საქართველოს ღვაწლმოსილი პიროვნებები: პეტრე მელიქიშვილი, კონსტანტინე აფხაზი, გალაკტიონ ტაბიძე, დიმიტრი უზნაძე, ნიკო ნიკოლაძე, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ლადო გუდიაშვილი, სერგო ზაქარიაძე, უშანგი ჩხეიძე;

(ზომები: მარკა – 38X48მმ ან 50X50მმ )

თავისუფალი თემა:

აღდგომა;

გილოცავთ შობა-ახალ წელს;

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოქალაქეს, რომლის ასაკიც აღემატება 16 წელს;

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის წევრებს;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება ამ კონკურსისათვის შექმნილი საფოსტო მარკების ესკიზების პროექტები, რომლებსაც არცერთ კონკურსში არ მიუღია მონაწილეობა და არსად გამოქვეყნებულა;

კონკურსში მონაწილეს ზემოაღნიშნული თემატიკიდან შეუძლია მისი სურვილით წარმოადგინოს საფოსტო მარკის ესკიზების პროექტები ერთ, რამოდენიმე ან ყველა თემაზე და უკვე შერჩეული თემიდან მარკების ესკიზების პროექტის ერთი ან რამდენიმე ვარიანტი;

კონკურსში  წარმოდგენილი  საფოსტო  მარკების  ესკიზების  პროექტები  უნდა  აკმაყოფილებდნენ  შემდეგ მოთხოვნებს:

სრულად შეესაბამებოდეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;

საფოსტომარკის დასახელება სრულად უნდა შეესაბამებოდეს მასზე განთავსებულ გრაფიკულ გამოსახულებას;

მცირეფურცელში განთავსებული საფოსტო მარკების ესკიზებზე და მათ გარშემო ფურცლის სივრცეზე განთავსებული გრაფიკულიგამოსახულება და წარწერები ურთიერთკავშირში უნდა  იყოს და უნდა შეესაბამებოდეს საფოსტო მარკის დასახელებას.

მარკისერთი გვერდის მაქსიმალური ზომა არ უნდა აღემატებოდეს 50 მმ-ს;

მცირეფურცელის ერთი  გვერდის ზომა არ უნდა აღემატებოდეს  150 მმ-ს;

საფოსტომარკების და მცირე ფურცლების ესკიზების პროექტზე დატანილი უნდა იქნეს შემდეგი წარწერები: საქართველო, GEORGIA;  (პირობითად 0.50 ₾); ესკიზებზე ასახული გამოსახულების დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე, საიუბილეო თარიღი, გამოცემის წელი;

საკონკურსოსაფოსტო მარკების ესკიზების პროექტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ნატურალურ ზომებში, ფერადი პრინტერით ქაღალდზენაბეჭდი ან ფოტო სურათის სახით,  უნდა ახლდეს მათი ელექტრონული ვერსია.

საკონკურსოსაფოსტო მარკების ესკიზები შესრულებული უნდა იქნეს ფერად გამოსახულებაში. დასაშვებია გრაფიკულ, ფერწერულ, კომპიუტერულ გრაფიკაში შესრულებული ნამუშევრები და ფოტოკოლაჟი;

გამოსახულებისფერთა რასრული ელემენტები უნდა იყოს CMYK მოდელით წარმოდგენილი;

ესკიზებიშეიძლება შექმნილი იქნას ნებისმიერ გრაფიკულ რედაქტორში, მაგრამ დამახსოვრებული tif ფორმატში;

ესკიზისყველა ელემენტი შესრულებული უნდა იქნას ცალკე ფენად, დაუშვებელია ამ ფენების ”მიწებება”, დასაშვებია ფენების ერთმანეთზედადება /შერწყმა;

ესკიზებისგაფართოვება უნდა ხდებოდეს არანაკლებ 600 dpi-მდე .

კონკურსშიგამარჯვებულთათვის თითოეული სახის ესკიზის პროექტისათვის დაწესებულია ერთი – პირველი პრემია (საშემოსავლოგადასახადის ჩათვლით) მცირე ფურცლისთვის ერთი  საფოსტო მარკით – 500 ლარის ოდენობით. პრემიების თანხა არ იყოფა და იბეგრებასაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კონკურსი ტარდება ერთ ტურად საკონკურსო საფოსტო მარკების ესკიზების პროექტები ავტორებს არ უბრუნდებათ. კონკურსშიგამარჯვებული საფოსტო მარკების ესკიზების პროექტები  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსსაკუთრებაში რჩება .

საკონკურსო საფოსტო მარკების ესკიზების პროექტების წარმოდგენის წესი და კონკურსის შედეგების შეჯამება:

საკონკურსო მასალები წარმოდგენილი უნდა იქნეს კონკურსანტის მიერ შერჩეული ფსევდონიმით, ორი დალუქული პატარა და დიდიპაკეტით დიდ პაკეტში მოთავსებული უნდა იქნას  საკონკურსო მასალები (ესკიზების პროექტები, ესკიზების პროექტების ელექტრონულივერსია ჩაწერილი CD–ზე, კონკურსანტის მიერ შედგენილი საკონკურსოდ წარმოდგენილი ესკიზების  პროექტების ნუსხა მათი სრულიდასახელებით). პატარა პაკეტში თავსდება კონკურსანტის პირადი  მონაცემები (გვარი, სახელი; საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონისნომრები, პირადობის მოწმობის ნომერი);

პაკეტების გარეკანზე აღნიშნული უნდა იქნას კონკურსანტის ფსევდონიმი.იგივე ფსევდონიმი უნდა იქნას დატანილი ფურცლებზე, რომლებზეც მოთავსებული იქნება ესკიზების პროექტები და ესკიზების პროექტების ელექტრონულ ვერსიაზე;

კონკურსშიგამარჯვებულები გამოვლენილნი იქნებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფოსტოსაგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ, რაზედაც შედგენილი იქნება საოქმო გადაწყვეტილება.

კონკურსშიგამარჯვებულ კონკურსანტზე ფულადი ჯილდო გაცემული იქნება მას მერე, რაც კონკურსანტის მიერ მარკის ესკიზის პროექტსსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიისშენიშვნების გათვალისწინებით მიეცემა მარკის ესკიზის დასრულებული სახე და იგი დადგენილი  წესით დამტკიცებული იქნებასაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ.

კონსულტაციებისათვის დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე  stamps@gpost.ge

ან ცხელ ხაზზე:  (32)2 24 09 09

კომენტარები

კომენტარი