შემოქმედებითი ინდუსტრიები

უახლოეს დღეებში სომხური თეატრის რეაბილიტაცია დაიწყება

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სომხური თეატრის რეაბილიტაცია დაიწყება. უწყების ცნობით,  პროექტს  ფონდი “ქართუ” 6 მილიონ ლარზე მეტით დააფინანსებს.

კულტურის მინისტრის მოადგილის გიორგი ბაქრაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაო მოიცავს შენობის რეკონსტრუქციას და იქ არსებული ინფრასტრუქტურის სრულად განახლებას.

“ეს შენობა არ არის ცალკე თეატრის ფართი. აქ არის 3 200 კვადრატული მეტრი,  თეატრს უჭირავს – 800. ეს არის 30-ზე მეტი ფიზიკური პირის საკუთარებაში არსებული ქონება. ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება მთავრობათა შორის და ჩვენ ჩავერთვებით იმ ნაწილში, რასაც დაგვისახავს მიზნად მთავრობა”,- განაცხადა გიორგი ბაქრაძემ სახალხო დამცველის რეკომენდაციის პასუხად.

სახალხო დამცველის რეკომენდაცი, სომხურის გარდა, აზერბაიჯანული თეატრის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს, რაზეც კულტურის მინისტრის მოადგილემ ხელის შემშლელ ფაქტორად აზერბაიჯანული თეატრის მისამართზე სხვა პირების საკუთარების უფლება დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი