საშემსრულებლო ხელოვნება

ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში არ გაუქმებულა

ელტონ ჯონმა 24 იანვარს ნიუ-იორკში საგანგებო პრესკონფერენციაზე გამოსამშვიდობებელი მსოფლიო ტურნეს შესახებ განაცხადა, შესაბამისად, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუსიკოსი საქართველოში აღარ ჩამოვიდოდა.

აღნიშნული ცნობა მცდარია და მსოფლიოს ქვეყნებში გასტროლებს ჯონი 3 წლის შემდეგ დაასრულებს. იქამდე კი მომღერალი კიდევ 300 კონცერტს გამართავს. მხოლოდ ამის შემდეგ დაასრულებს მუსიკოსი კარიერას და მეტ დროს შვილების გაზრდას დაუთმობს.

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი საქართველოში 2018 წლის ივნისის ბოლოს ჩამოვა. კონცერტის ორგანიზატორმა, SOLO-მ აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

კონცერტები ”ბლექ სი არენაზე” 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ელტონ ჯონი საქართველოში გასული წლის სექტემბერში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა მაშინ კონცერტები მუსიკოსის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

მათთვის, ვისაც ბილეთები 16-17 სექტმბრის კონცერტებისთვის უკვე შეძენილი ჰქონდა, 2018 წლის ზაფხულში დაგეგმილ კონცერტზე დასწრება იმავე ბილეთებით იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი