საშემსრულებლო ხელოვნება

მერაბ ნინიძე BBC-ის ახალ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე BBC-ის ახალ სერიალში „McMafia“, რომელიც ეკრანზე 2017 წლის ბოლოსკენ გამოვა, მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას  პორტალი  “On.ge”  ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,  სერიალის სიუჟეტი გლობალური მაფიის ისტორიას მოგვითხრობს. ინგლისში გაზრდილი რუსული მაფიოზური ოჯახის წევრი საკუთარი წარსულისგან გაქცევას და ახალი ბიზნესის დაწყებას ცდილობს. თუმცა წარსულისგან თავის დაღწევას ტრაგიკული შემთხვევა არ აცდის, რომელიც მას კრიმინალურ სამყაროში დაბრუნებისა და საყვარელი ადამიანების დაცვისკენ უბიძგებს.

სერიალში ოთხი მთავარი პერსონაჟია, რომელთაგანაც ერთ-ერთს ნინიძე თამაშობს.

“გადაღებები უკვე მეშვიდე თვეა მიმდინარეობს. ლონდონისა და ყატარის ნაწილი დავასრულეთ და ხორვატიაში ვაგრძელებთ. სხვა დეტალების გახმაურების უფლება ჯერ არ მაქვს, თუმცა ვიტყვი, რომ საკმაოდ საინტერესო პროცესია ასეთ გუნდთან მუშაობა”, – უთხრა On.ge-ს მერაბ ნინიძემ.

სერიალის სცენარი მიშა გლენის ბესტსელერი წიგნის მიხედვით ჰუსეინ ამინმა და ჯეიმს უოტკინმა შექმნეს.

სერიალს ერთდროულად BBC, AMC და Cuba Pictures იღებენ

კომენტარები

კომენტარი