კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

ევროპული გამოცემა: საქართველოში ყველაზე ხშირად ”დესპასიტოს” უსმენენ

ცნობილმა გამოცემამ “The Pudding” საკუთარ ვებგვერდზე მსოფლიოს მუსიკალური რუკა გამოაქვეყნა. პროექტისთვის, რომელსაც  „სიმღერების კულტურული საზღვრები“ ჰქვია,  შეიქმნა ინტერაქტიული რუკა, სადაც ნაჩვენებია, თუ რა სიმღერას უსმენენ ყველაზე ხშირად ამა თუ იმ ქვეყანაში.

2018 წლის პირველი თვის, იანვრის მიწურულს, ცნობილი ხდება, რომ ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა სიმღერა ”Despacito”. პუერტო-რიკოელი ლუის ფონსის ნამუშევარს საქართველოდან 1 405 805 ნახვა აქვს.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა მოცემულია ქალაქების მიხედვითაც. The Pudding -ის ცნობით, ქალაქების მიხედვით, თბილისსა და ქუთაისში ყველაზე ხშირად რუმინელი მომღერლის ალექს მიკას სიმღერა – Dalinda-ს უსმენენ. ბათუმსა და ზუგდიდში პოპულარობას ინარჩუნებს – Despacito

მსოფლიო რუკის სრულად ხილვა შეგიძლიათ ბმულზე.

კომენტარები

კომენტარი