არტ მენეჯმენტი

განათლების საერთაშორისო ცენტრმა სასტიპენდიო პროგრამები გამოაცხადა

განათლების საერთაშორისო ცენტრი  სახელოვნებო აკადემიურ პროგრამებზე განაცხადების მიღებას იწყებს.

სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2017-2018“ მიზანია საქართველოს მოქალაქეებისათვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხოეთის უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში ამ პროგრამით პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.

2017-2018 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები:  ხელოვნება;  რესტავრაცია/კონსერვაცია; ხელოვნების მენეჯმენტი და ადმინისტრირება.

განაცხადების წარდგენის ვადაა 28 აპრილიდან – 31 მაისის  ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ-მდე).

საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ხდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში https://app.iec.gov.ge/.

განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია 31 მაისის ჩათვლით (19:00 სთ-მდე)  უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში.

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე ( მის.ი.ჭავჭავაძის გამზირი, 7).

საკონკურსო პირობების, წარმოსადგენი დოკუმენტაციის, საკონკურსო შერჩევის პროცესისა და დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ბმულზე – http://iec.gov.ge/4298

კომენტარები

კომენტარი