არქიტექტურა, არქეოლოგია

სოფელ მუხურის წმ.გიორგის სახელობის ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში წმ. გიორგის სახელობის ტაძარს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოების დაწყებამდე უძველესი ტაძარი ნანგრევების სახით იყო წარმოდგენილი.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ეკლესიას პირვანდელი სახე  ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაუბრუნდა.

კერძოდ,  დაიშალა დეფორმირებული კედლის ნაწილი; სრულად აღსდგა აღმოსავლეთის, დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლები; კირქვით აღსდგა კარნიზი, კონქი და კამარა; კირხსნარით ამოივსო კედლის ბზარები და ნაპრალები; ეკლესია გადაიხურა ფერადი ლითონის ფურცლით ლორფინის იმიტაციით და  დაიგო კირქვის იატაკი.

კომენტარები

კომენტარი