შემოქმედებითი ინდუსტრიები

ევროპული კინოაგენტების ტრეინინგი საქართველოში ტარდება

30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით საქართველოში  „SOFA – School of Film Agents – კინოაგენტების სკოლა“ ტარდება. ღონისძიება  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხადაჭერით, გერმანია-საქართველოს მეგობრობის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში იმართება.

SOFA პროფესიული ვორკშოფია, რომელიც ახალგაზრდა და ძლიერი პროფესიული პოტენციალის მქონე კინოაგენტების მომზადებას ისახავს მიზნად.

„კინოაგენტი არის ყველა ის პირი, რომელიც პირდაპირ არ არის კავშირში კინოწარმოებასთან და არ გულისხმობს რეჟისურას. მაგალითად, კინოაგენტებში იგულისხმება: კინოდისტრიბუტერები, საფესტივალო მენეჯერები, გაყიდვენის აგენტები, დამოუკიდებელი აღმასრულებელი პროდუსერები, არქივის სპეციალისტები, კინო ინოვაციების მენეჯერები და სხვა“,- აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

„SOFA კინო აგენტების სკოლა“ 2013 წლიდან არსებობს. იგი ტარდება პოლონეთში და მონაწილეებს ეხმარება, ევროპის წამყვან სპეციალისტებთან ერთად იმუშაონ და დახვეწონ თავიანთი საქმიანობა. პროგრამის ფარგლებში, თითოეული მონაწილე თავისი აქტივობის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს და ერთი წლის განმავლობაში მუშაობს გეგმის შინაარსობრივ და ბიზნეს-პარამეტრების დახვეწაზე. მაგალითად, მუნიციპალური კინოთეატრის ჩამოყალიბება საქართველოში, უკრაინული კინო-პრომოუშენის შექმნა, საბავშვო ფილმების გავრცელების საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელის შექმნა, ბელარუსში კინოკანონმდებლობის პაკეტის მომზადება და სხვა.

ვორქშოფის ხელმძღვანელობს  ნიკოლაი ნიკიტინი, რომელიც ამავდროულად ბერლინალეს კინოფესტივალის ოფოციალური დელეგატია და საქართველოში წარმოებული ფილმების სექციას კურირებს.

„SOFA“-ს ხელმძღვანელობამ მონაწილე ქვეყნების მთავარ პრობლემად არასაკმარისად განვითარებული კინოსექტორი განსაზღვრა.  განსაკუთრებით ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: დისტრიბუცია, საფესტივალო სტრატეგია, სააავტორო ფილმების გავრცელება, საარქივო საქმიანობა და სხვა. სკოლა მიზნად ისახავს, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებში, რეგიონული კინოკულტურის სისუსტეების ეტაპობრივ აღმოფხვრას. კინოაგენტების სკოლა ამ პრობლემის მოგვარებას ცალკეული მონაწილე პროექტების განვითარების ხელშეწყობით ცდილობს. შერჩეული მონაწილეები ავითარებენ მათ მიერ განსაზღვრულ პროექტებს: წერენ ბიზნეს-გეგმას, ადარებენ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, ჰყავთ ევროპიდან ლიდერი მენტორები და სკოლის შუამდგომლობით პოტენციურ დამფინანსებლებს უკავშირებიდან. მონაწილეების ინოვაციურ პროექტებს აქვთ პოტენციალი რეალური ეფექტი მოახდინონ თავიანთი რეგიონის კინოინდუსტრიაზე.

 

პროექტის ფარგლებში ტარდება სამი ღია ღონისძიება:

 

  1.  05. 2017 16.45 სთ

SOFA ტრეინინგის გახსნა და ღია დისკუსია თემაზე: როგორ ვაქციოთ რეალობად ორიგინალური შემოქმედებითი იდეა – პაკეტის მომზადება, ინოვიციური ხედვა და სწორი მიწოდება.

ექსპერტები: პასკალ ჟია და რენო რედიენ-კოლო (საფრანგეთი)

მოდერატორი: კინოლაი ნიკიტინი, SOFA კინოაგენტების სკოლის ხელმძღვანელი

ადგილი: კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საკონფერენციო დარბაზი

 

  1. 05.2017 11.00 სთ

შეხვედრა SOFA კინო-აგენტების სკოლის ხელმძღვანელთან ნიკოლაი ნიკიტინთან.

თემა: კინო აგენტების მუშაობის სპეციფიკა, გამოწვევები და ახალი ქართველი მონაწილეების შერჩევის პირობები 2017 წლისათვის

ადგილი: გოეთეს ინსტიტუტი / მის: მ. ზანდუკელის 16

 

  1. შეხვედრა პეტრი კემპინენთან

თემა: კინო დაფინანსება ევროპაში, განსაკუთრებული აქცენტით დაფინანსების სკანდინავიურ მოდელზე

ადგილი: გოეთეს ინსტიტუტი / მის: მ. ზანდუკელის #16

 

 

კომენტარები

კომენტარი