კულტურა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში, აცხადებს კონკურსს საკურატორო გამოფენებისათვის.

კონკურსის მიზანია თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და ქართველი ხელოვანებისა და კურატორებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ორი გამარჯვებული პროექტი.  ერთი გამარჯვებულისათვის განსაზღვრულია 10,000 ლარი (ყველა გადასახადის გათვალისწინებით).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს (ა(ა)იპ, შპს, ინდ. მეწარმე).  კონცეფციის ავტორი უნდა იყოს ქართველი კურატორი ან ხელოვანი; გამოფენაში მონაწილე მხატვრები, შესაძლებელია იყვნენ, როგორც ქართველი ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები

გამარჯვებული პროექტების კურატორებს, ექნებათ გამოფენის გამართვის შესაძლებლობა 20 ივნისიდან – 10 ივლისამდე და 26 სექტემბრიდან – 13 ოქტომბრის ჩათვლით, „თანამედროვე ხელოვნების გალერეის” სივრცეში

გალერეა უზრუნველყოფს სივრცეს და ტექნიკურ უზრუნველყოფას გამოფენის მონტაჟისა და დემონტაჟის დროს.

კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება შესაძლებელია 2017 წლის 28 აპრილიდან  – 28 მაისის ჩათვლით;

კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: კურატორის სამოტივაციო წერილი; პროექტის კონცეფცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე, მაქსიმუმ 500 სიტყვა); კურატორსა და არტისტებს შორის საავტორო უფლებათა შესახებ შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; მონაწილე მხატვრების ბიოგრაფიები და პორტფოლიოები; გამოფენის ექსპოზიციის აღწერა და ვიზუალიზაცია; დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (თანადაფინანსების შემთხვევაში, ბიუჯეტში უნდა აისახოს სეგმენტი);

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი უნდა იყოს გაერთიანებული ერთ PDF ფორმატში, სახელწოდებაში „exhibition” მითითებით. არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი არ მიიღება განსახილველად.

ყველა საჭირო დოკუმენტაცია 2017 წლის 28 მაისამდე უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: thmcag@gmail.com ელექტრონულ მისამართზე დადასტურების მიღების გარეშე, თქვენი განაცხადი მიღებულად არ ჩაითვლება.

2017 წლის 28 მაისის შემდეგ გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.

კომენტარები

კომენტარი