ვიდეოები ვიზუალური ხელოვნება

ქუჩის მხატვარი, რომელიც ჭუჭყიან მანქანებს ეძებს დასახატად

რუსი ხელოვანის, ნიკიტა გოლუბევის ხატვის ამსახველი ვიდეო ინტერნეტ-პორტალებზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მუშაობა იმით არის განსხვავებული, რომ იგი სპეციალურად, დაბინძურებულ ავტომობილებს ეძებს და ექსტრაორდინალური ნახატებით ალამაზებს.

მხატვარი საღებავებისა და სხვა დამხმარე საშუალებების გარეშე მუშაობს და მისი მასალაა მხოლოდდამხოლოდ დაბინძურებულ ავტომობილებზე არსებული ჭუჭყი.

ნიკიტა გოლუბევის შემოქმედება რუსეთში საკმაოდ პოპულარულია და მისი ნახატების ნახვა მთელ მოსკოვშია შესაძლებელი სატვირთო და მსუბუქ ავტომობილებზე.

ავტომანქანების მძღოლებს იმდენად მოსწონთ ქუჩის მხატვრობის ეს ნიმუშები, რომ საკუთარ სატრანსპორტო საშუალებებს დიდი ხნის განმავლობაში არ რეცხავენ, რათა ნახატები არ წაიშალოს

 

 

წყარო

კომენტარები

კომენტარი