ვიზუალური ხელოვნება

ვინ ქმნის ილუსტრაციებს ცნობილი ჟურნალებისთვის, წიგნებისთვის და ორგანიზაციებისთვის?

ხავიერ ხენი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გრაფიკული დიზაინერია ბარსელონადან. ის 1983 წელს დაიბადა და გარდა მშობლიური ქალაქისა, ნიუ იორკში და ბუდაპეშტში მოღვაწეობს. დიზაინერი ილუსტრაციებს ქმნის სხვადასხვა ღონისძიებისთვის და წიგნის ყდებისთვის. როგორც ამბობენ, მისი ნამუშევრები კულტურული კომუნიკაციის საშუალებაა და ახალი, სიმბოლური ენაა, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების შესახებ საკმაოდ დიდი შინაარსის მატარებელი ილუსტრაციების საშუალებით გადმოიცემა.

ხელოვანი მუშაობს ისეთი გამოცემებისთვის, როგორებიცაა The New York Times, The New Yorker, The Washington Post, Time, Harvard University, National Geographic, Greenpeace, Penguin Random House, Vueling Airlines, UNESCO და სხვებისთვის.

ხენის მიერ შექმნილ წიგნის ილუსტრაციებს, შესაძლოა, აქამდეც შეხვედრიხართ, თუმცა არაფერი იცოდით მათი ავტორის შესახებ. ნამუშევრების ხილვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

გრაფიკული დიზაინერის შემოქმედების ნიმუშებს artnews.ge გალერეაში გთავაზობთ.

navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი