საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

სამხრეთ კორეის ოლიმპიადაზე ჩრდილოეთ კორეას მუსიკალური ჯგუფი Moranbong Band წარადგენს

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, სამხრეთ კორეაში, ჩრდილოეთ კორეა 22 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, ინფორმაცია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა გაავრცელა.

ოლიმპიადაზე სამხრეთ კროეისა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები ერთი სახელით იასპარეზებენ და მათ გუნდს მოიხსენიებენ როგორც „კორეის გუნდს“, ყოველგვარი სხვა განსაზღვრების გარეშე.

პიონჩანგის ოლიმპიადა იქნება პირველი ღონისძიება ბოლო 12 წლის მანძლზე, რომელშიც ამ ორი ქვეყნის სპორტსმენები 1 დროშის ქვეშ იასპარეზებენ.

Yonhap-ის ცნობით, გახსნის ცერემონიალის მოსამზადებელ სამუშაოებს სათავეში ჩრდილოეთ კორეული ჯგუფის Moranbong Band-ის ლიდერი ხენ სონ ვოლი უდგას. ის და მისი ბენდი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალში თავადაც მიიღებენ მონაწილეობას. Moranbong Band კიმ ჩენ ინის უსაყვარლესი ჯგუფია, რომლის წევრებიც, გავრცელებული ინფორმაციით, დიქტატორმა თავად აარჩია.

 

კომენტარები

კომენტარი