კულტურა

საყდრისის ამფეთქებელი კომპანია “RMG” და რუსთაველის თეატრი

კომპანია RMG კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპონსორი ხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპესნიუსი” ავრცელებს

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანიიდან აცნობეს, 2018 წლის განმავლობაში კომპანია რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმული სპექტაკლების პარტნიორი და წარმდგენი იქნება.

”17 იანვარს, RMG-სა და რუსთაველის თეატრს შორის თანამშრომლობის ერთწლიან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ.
აღსანიშნავია, რომ წელს თეატრი რობერტ სტურიას 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო წელთან დაკავშირებით რეჟისორი ერლომ ახვლედიანის მოთხრობების კრებულის მიხედვით სპექტაკლ „ვანო და ნიკოს“ დადგამს, რომლის პრემიერაც მარტში გაიმართება”, – ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

ფაქტს მოსახლეობა უარყოფითად გამოეხმაურა. მათ აღნიშნეს, რომ სირცხვილია საყდრისის ამფეთქებელ კომპანიას კულტურული სფეროსთან მიახლოების საშუალება რომ აქვს.

“არტნიუსი” გთავაზობთ ანა მიქაუტაძის განცხადებას:

“საყდრისის ამფეთქებელი კომპანია RMG-ის მიერ გარემოზე მიყენებული ზარალის ოდენობა მილიარდ ლარამდეა, ამას დაუმატეთ ადამიანის ჯანმრთელობაზე და სოფლის მეურნეობაზე მიყენებული ზარალის ოდენობა. მას ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს რეკულტივაციაზე, გარემოზე მომწამვლელი ზემოქმედების შემცირებაზე.
სამაგიეროდ, ხელშეკრულებას დებს ოთხ მეუფესთან (როგორც დავაზუსტეთ, საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად) და არქეოლოგია-რესტავრაციებისათვის 3 მილიონამდე ლარს იმეტებს, ახლა კი რუსთველის თეატრის სპონსორიც ხდება. ნუთუ, ფულს მართლა არა აქვს სუნი?!”

 

 

კომენტარები

კომენტარი